გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოვუწოდებთ საქართველოს კურსი შეცვალოს
მოვუწოდებთ საქართველოს კურსი შეცვალოს! - ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის მიღებას.
„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად LGBTQI ადამიანების დისკრიმინაციას ისახავს. ეს ადამიანების სამოქალაქო უფლებებს არღვევს, როგორც ვენეციის კომისიამ აღნიშნა და საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო აშორებს. მოვუწოდებთ საქართველოს კურსი შეცვალოს!“ - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 17 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტი მიიღო. კანონი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: - მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.
საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.