"საქართველოში უფერული სურათია" - ბორელი
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები და დაპირებები საქართველოს ევროპული გზისგან აშორებს.
"საქართველოში უფერული სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი დაპირებები და ქმედებები აშორებს საქართველოს ევროპული გზისგან. მმართველი პარტია იხრება ავტორიტარიზმისკენ. ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეწყდა.
მოდით, დაველოდოთ არჩევნებს – უმნიშვნელოვანესი ტესტია საქართველოს დემოკრატიისთვის და მისი გზისთვის ევროკავშირში“, – თქვა მან 14 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე.