ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს - ნიკა გვარამია
ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს - ეს „ქართული ოცნება“ ვერ იქნება, აგერ ნახავთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ყველაფერი გამოძიებული იქნება. როგორც გვარამია აღნიშნავს, „არალეგიტიმური არჩევნები ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის ჩამოქცევას ერთხელ და სამუდამოდ“.
„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. ჩვენ ამაზე ვთანხმდებით ყველანი. ჩვენ განცხადება გუშინ გავაკეთეთ მანდატებზე უარის თაობაზე. საერთოდ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ პარლამენტში და როგორც კი სიების ჩახსნა იქნება შესაძლებელი, იმიტომ, რომ ეს შედეგების აღიარების შემდეგ არის შესაძლებელი, ამ სიებსაც ჩავხსნით, იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით ყველას თანხმობა არსებობს.
გაყალბება ხდებოდა „კარუსელის“ მეშვეობით. ერთი ადამიანი ბევრ უბანზე აძლევდა ხმას და ასევე „კარუსელის“ ახალი ფორმა იყო, როცა ორ ბიულეტენს აძლევდნენ „ქოცების“ მომხრეებს,“ - განაცხადა გვარამიამ.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში არის ამ ქვეყნის ისტორიული ლიდერი, რომელსაც მივყავართ ევროპისკენ“.