ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები ევროკავშირისა და ქვეყნის მიმართ მისი მხარდაჭერის შესახებ პროაქტიული და ობიექტური კომუნიკაციით , - ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები ძირითადად ფუნქციონირებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება ქვეყნის პოლიტიკის გაცხადებულ მიზნად, გასული წლის რეფორმები და ზოგიერთი განვითარებული მოვლენა არ შეესაბამებოდა ამ მიზანს და ევროკავშირის დღის წესრიგში პროგრესისთვის მთავრობის მიერ მობილიზებული იყო შეზღუდული პოლიტიკური ყურადღება.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს თავისი განზრახვები ამ მოქმედების კურსის შეცვლის გზით. ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების უფრო ეფექტიანად გასატარებლად საჭიროა უფრო ძლიერი მრავალპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო ინსტიტუტში. უნდა გაძლიერდეს სამინისტრთაშორისო კოორდინაცია და სამოქალაქო მონაწილეობა ევროკავშირის დღის წესრიგის განსახორციელებლად. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები ევროკავშირისა და ქვეყნის მიმართ მისი მხარდაჭერის შესახებ პროაქტიული და ობიექტური კომუნიკაციით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.