საქართველოს ახალი მთავრობა 28 ნოემბერს დამტკიცდება
პარლამენტი 28 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე ახალ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებს. მთავრობა ნდობის მისაღებად პარლამენტს უკვე წარედგინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი გააცნო. გრაფიკის მიხედვით, საკომიტეტო განხილვები 26-27 ნოემბერს გაიმართება. 28 ნოემბერს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ჯერ ფრაქცია “ქართული ოცნება“ მოისმენს, ხოლო შემდეგ მთავრობა დასამტკიცებლად სესიაზე გავა.
პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. განახლებულ მთავრობაში სამი მინისტრი შეიცვალა - იუსტიციის მინისტრის პოსტს ანრი ოხანაშვილი დაიკავებს. ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დასახელებულია დავით სონღულაშვილის კანდიდატურა.