ვლადიმერ პუტინი საქართველოს მთავრობის ნაბიჯებით კმაყოფილია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქართული ოცნების ხელისუფლების ნაბიჯებით კმაყოფილია და ამბობს, რომ "გაოცებული იყო" იმ "სიმამაცით", რომლითაც საქართველოს მთავრობა რუსული კანონის დაცვას ცდილობდა. ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.
"როდესაც საქართველოს მოვლენები დაიწყო, მე, სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს გაკვირვებული ვუყურებდი და ვადევნებდი თვალს. ჩვენ მათთან, საქართველოს ხელმძღვანელობასთან, არავითარი ურთიერთობები არ გვაქვს. მაგრამ მე უბრალოდ გავოცდი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელიც მათ გამოავლინეს იმისათვის, რათა საკუთარი პოზიცია დაეცვათ. ახლა ამ პოზიციას არც შევაფასებ", - თქვა პუტინმა.
ამასთან, პუტინი კვლავ იმეორებს, რომ თითქოსდა რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა.