"ევროპამ, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს"-ბელგიელი ევროპარლამენტარი
"ბალტიის ქვეყნების შემდეგ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ამბოხის დროს ძალადობაზე", - ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გაი ვერჰოფშტადტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროპამ, საუბრის ნაცვლად, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს.