ოპოზიციური პარტიების ოფისებში პოლიცია შევიდა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული.
შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და შენობაში პარტიის წარმომადგენელს, სოფო ჯაფარიძეს, არ უშვებენ.
პარალელურად, სამართალდამცველები შევიდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში თუმცა მათ შენობა მალევე დატოვეს. სამართალდამცველების პარტიის ოფისში შესვლისას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქ“ გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო და მომხდარის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, სამართალდამცველები პარტიის ოფისში ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდნენ, თუმცა შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა.
პოლიცია პარტია „დროასა“ ოფისშიც შევიდა. სამართალდამცავებმა ოფისში გარკვეული ნივთები დალუქეს.
ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პოლიციელს განუმარტა, რომ ხალხი ბოლომდე იბრძოლებს და მსგავსი ტიპის ნივთებს ყოველდღე იყიდიან.
დღესვე, პოლიციელები იმყოფებოდნენ, ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად ღლონტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით შევიდნენ სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში.