პოლიტიკა
რუსთაველზე შეკრებილ 3000 თუ 4000 ადამიანს აწუხებს, ის, რომ მათ უკვე მეცხრედ წააგეს არჩევნები - ირაკლი კობახიძე
უკვე რამდენიმე დღეა ყველამ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ ჩავარდა. რადიკალურ ოპოზიციას ძალადობრივი რესურსი პრაქტიკულად ამოეწურა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, აქციებიც „მილევად რეჟიმშია“.
„შეკრება არის მილევად რეჟიმში. ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც ერთი მთავარი მიზეზი აქვს - პროტესტს შინაარსი გამოეცალა მთლიანად. რას აპროტესტებენ ვერავინ ვეღარ ამბობს. ყველამ გაიგო კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია.
სინამდვილეში, რაც აწუხებთ ამ ადამიანებს, რუსთაველზე შეკრებილ 3000 თუ 4000 ადამიანს, ეს არის ის, რომ მათ უკვე მეცხრედ წააგეს არჩევნები, თუმცა შესაბამისი მოთხოვნების დაყენებას ისინი ვერ ბედავენ. ვერ ბედავენ იმის მოთხოვნას, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ეს ადამიანები ყოფილან სინამდვილეში კონკრეტული პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, რისი აღიარებაც მათ არ სურთ. ყველას რცხვენია, ერქვას „ნაცი“, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი. ჩვენ ხმა მოგვცა 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ ამომრჩეველს ხმას ვერავითარი აგრესიული უმცირესობა ვერ წაართმევს“, - განაცხადა პრემიერმა.slot gacor situs toto Situs slot gacor demo slot gacor situs slot gacor situs toto slot gacor link slot gacor toto SITUS TOTO slot 4d situs slot gacor toto 4d slot gacor situs toto slot gacor situs slot gacor slot gacor hari ini Link Slot Gacor Slot Gacor situs toto 4d situs toto situs toto slot demo link slot gacor link slot gacor slot situs slot gacor slot gacor gampang menang slot slot gacor hari ini slot gacor slot 4d gacor slot slot gacor hari ini
გააზიარეთ :