20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას -ირაკლი კობახიძე
ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში, ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია. პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, აქციის მონაწილეებს რეალურად არაფერი აქვთ მოსათხოვნი.
"ყველამ იცის, რომ ეს არის ერთი კოლექტიური პარტია, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც შედგება 4 პარტიისგან: სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებისგან. არავის უნდა მისი ასოცირება რომელიმე ამ პარტიასთან. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ვერ აყენებენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. შესაბამისად, რჩება უშინაარსო მიტინგები. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საბოლოოდ, ამ ადამიანებს უჭირთ რაიმე სერიოზული რესურსისთვის თავის მოყრა. ერთ-ერთ მათ ლიდერს წამოსცდა, რომ უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე, საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალიან აშინებთ. თუმცა, მათ მინდა დავპირდე, რომ ესენი უფრო მალე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, - განაცხადა კობახიძემ.