„ქართული ოცნების“ რუსული გზა გავრილოვის ინციდენტით დაიწყო - პრეზიდენტი
მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა, რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა - ეს ფაქტობრივად, არჩევნების წინ დაიწყო, თუმცა შეიძლება ბევრმა ვერ დაინახა და მეც ნათლად ვერ დავინახე „ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც 2019 წლის 29 ივნისს, გავრილოვის ინციდენტის დროს დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ერთ მხარეს არსებობს „ხალხი და მეორე მხარეს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული აპარატი“.
„საქართველოს ორი ნაწილი არ არსებობს. ჩვენ შეიძლება სამოქალაქო კონფრონტაციისკენ მივდიოდეთ. ორი მხარე არ არის. ერთ მხარეს არის საქართველოს ხალხი და მეორე მხარეს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული აპარატი. მინდა გითხრათ, რომ მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა, რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა და რატომ? იმიტომ, რომ მათ მხარდამჭერებსაც სურთ ევროპული გზა, საქართველოს მოსახლეობის 80%-ს, ყველა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და არჩევნები დამოუკიდებლობის შემდეგ. აი. ამ რიცხვებს გვანახებს. „ქართული ოცნების“ ლიდერებს თუ სურთ, რომ რაღაც ნაწილი მაინც დარჩეს მათი ოცნების, ამ იმედის შენარჩუნებას ნაწილობრივ ცდილობენ"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.