არანაირი კითხვები არ არსებობს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით - მაკა ბოჭორიშვილი
ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტს აძლევს საქართველოს პარლამენტი - არანაირი კითხვები არ არსებობს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილი არჩეულია კონსტიტუციის შესაბამისად, კონსტიტუციური წესების დაცვით.
„ყაველაშვილს მილოცვები მიღებული აქვს. ლეგიტიმაციას საქართველოს პარლამენტს აძლევს ქართველი ხალხი და ეს ლეგიტიმაცია საქართველოს პარლამენტს აქვს. ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტს აძლევს საქართველოს პარლამენტი. ის არჩეულია კონსტიტუციის შესაბამისად, კონსტიტუციური წესების დაცვით. არანაირი კითხვები არ არსებობს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო აღიარება საჭირო არის ქვეყნის და ქვეყანას აქვს ეს აღიარება. შესაბამისად, ყველა ის პროცესი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.