მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით „საკანონმდებლო მაცნეზე“ 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა
საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით „საკანონმდებლო მაცნეზე“ 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებულ კანონპროექტებს შორის არის "შეკრებისა და მანიფესტაციების შეხახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დემონსტანტებს აქციების დროს ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვა, ასევე ლაზერული მოწყობილობებისა და პიროტექნიკის გამოყენება ეკრძალებათ.
ყაველაშვილის ხელმოწერით ასევე ამოქმედდა კანონპროექტები, რომლის გათვალისწინებით, გაზრდილია ადმინისტრაციული ჯარიმები, ხოლო საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება.
ყველა ეს კანონი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გუშინ შედგა.