პოლიტიკა
უკრაინას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი ომის პროვოცირებაში ადანაშაულებენ
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, სომხეთის საინფორმაციო სივრცეში ვრცელდება ყალბი ბრალდებები, რომლის მიხედვითაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ხელს უწყობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივებას, _ იუწყება Українська правда.
დეზინფორმაციის გამავრცელებლების მტკიცებით, აზერბაიჯან-სომხეთის ახალი ომი აიძულებს რუსეთს, გახსნას „მეორე ფრონტი“ და, შესაბამისად, გახლიჩოს საკუთარი სამხედრო ძალები, რაც სარგებელს მოუტანს უკრაინას.
დაზვერვა განმარტავს, რომ აღნიშნული ყალბი საინფორმაციო ოპერაციის გახორციელება მიზნად ისახავს უკრაინის დისკრედიტაციას და უკრაინულ-სომხური და უკრაინულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაუარესებას, რაც პირველ რიგში აგრესორი რუსეთისთვისაა მომგებიანი.
გააზიარეთ :