იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას - ლატვიის პრემიერ-მინისტრი
იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ ბრიუსელში, ევროკავშირის ორდღიანი სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„არ ვარ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ საქართველოს საკითხი გვაქვს დღის წესრიგში. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს. ლატვიას ყოველთვის კარგად ესმოდა, თუ რამდენად რთულია იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, ევროკავშირის ორდღიანი სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეხვედრაზე უკრაინის გარდა, ასევე ისაუბრებენ მიგრაციის საკითხზე და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე.