პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
პარტია “ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. მმართველი პარტიის ყრილობამ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩია.
კობახიძემ პარტიის თამჯდომარის პოსტი მეორედ დაიკავა.
“ქართული ოცნების“ რიგით IX ყრილობა თავმჯდომარის არჩევით დაიწყო. ყრილობას მხარდასაჭერად ასევე “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარედგინა.
პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა.
მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა, მოსალოდნელიც იყო - ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბარამიძის თქმით, “ქართული ოცნების” წევრები დამარცხდებიან და ყველაფრისთვის აგებენ პასუხს.