ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოების განწყობის კვლევის
პოლიტიკური რეიტინგების ნაწილს აქვეყნებს. მოწონების ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი, წინა კვლევის მსგავსად, პატრიარქს აქვს – ილია II
გამოკითხულთა 92%-ს მოსწონს. კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი
მოსწონს გამოკითხულთა 69%-ს. მარტის თვეში ეს მონაცემი 75% იყო.
ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მოსწონს
გამოკითხულთა 45%-ს. ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო კანდიდატი,
დავით ბაქრაძე, მარტის თვის მონაცემების მსგავსად, მოსწონს 48%-ს.
ასევე საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის, მიმართ მოწონება
მარტის16%-დან 21%-მდეა გაზრდილი. სალომე ზურაბიშვილი მოსწონს 38%-ს.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსწონს 61%-ს. მარტის
თვეში პარლამენტის თავმჯდომარე 66%-ს მოსწონდა. ეკა ბესელიას მიმართ
მოწონება წინა თვესთან შედარებით თითქმის უცვლელია – ის 52%-ს
მოსწონს. თინა ხიდაშელი მოსწონს 51%-ს (მარტში მოსწონდა 59%-ს).
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსწონს გამოკითხულთა 23%-ს. თბილისის
მერი გიგი უგულავა – 25%-ს. ვანო მერაბიშვილი მოსწონს 17%-ს (მარტში
იყო 26%). უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მოსწონს 10%-ს.
ლევან ვასაძე მოსწონს 14%-ს. სახალხო დამცველის მიმართ მოწონება
მარტის 18%-დან გაზრდილია 25%-მდე. კვლევა 2013 წლის ივნისში ჩატარდა
და მის ფარგლებში 2,338 რესპონდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით
პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს
შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო
(Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოების
განწყობის კვლევის პოლიტიკური რეიტინგების ნაწილს აქვეყნებს.
მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, წინა კვლევის მსგავსად,
პატრიარქს აქვს – ილია II გამოკითხულთა 92%-ს მოსწონს.
კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მოსწონს გამოკითხულთა 69%-ს.
მარტის თვეში ეს მონაცემი 75% იყო.
ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი
მოსწონს გამოკითხულთა 45%-ს. ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო
კანდიდატი, დავით ბაქრაძე, მარტის თვის მონაცემების მსგავსად, მოსწონს
48%-ს.
ასევე საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის, მიმართ მოწონება
მარტის16%-დან 21%-მდეა გაზრდილი. სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
38%-ს.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსწონს 61%-ს. მარტის
თვეში პარლამენტის თავმჯდომარე 66%-ს მოსწონდა.
ეკა ბესელიას მიმართ მოწონება წინა თვესთან შედარებით თითქმის
უცვლელია – ის 52%-ს მოსწონს.
თინა ხიდაშელი მოსწონს 51%-ს (მარტში მოსწონდა 59%-ს).
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსწონს გამოკითხულთა 23%-ს.
თბილისის მერი გიგი უგულავა – 25%-ს. ვანო მერაბიშვილი მოსწონს 17%-ს
(მარტში იყო 26%). უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მოსწონს
10%-ს.
ლევან ვასაძე მოსწონს 14%-ს.
სახალხო დამცველის მიმართ მოწონება მარტის 18%-დან გაზრდილია
25%-მდე.
კვლევა 2013 წლის ივნისში ჩატარდა და მის ფარგლებში 2,338
რესპონდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით
გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო
განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.