ქალაქ ახალციხის საკრებულოს წევრებმა, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნოდ, სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილები და წესი დააზუსტეს.
თანაბრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ქალაქში არსებულ მოსაცდელებზე, თითოეული პარტია მხოლოდ ორ პლაკატს გააკრავს. სხვა ადგილებზე კი თანაბარ ფართობს გამოიყენებენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა კიდევ ერთი საკითხი განიხილეს. სამ კომპანიას, რომლებსაც ქალაქ ახალციხეში სწრაფი გადახდის აპარატების განსათავსებლად, მიწა იჯარით ჰქონდათ აღებული, ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდათ. თუმცა კომპანიებმა აპარატების რაოდენობა შვიდით შეამცირეს. ქალაქში სამი კომპანიის 67 სწრაფი გადახდის აპარატი განთავსდება. თითოეულზე გადასახადი თვეში 10–ის ნაცვლად, 15 ლარით განისაზღვრა.
|