ყოფილი პატიმარი საქართველოს პრეზიდენტსა და „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერებს უპირისპირდება. ვაჰაგან ჩახალიანმა მიხეილ
სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დავით ბაქრაძისა და გოგა ხაჩიძის
წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი
შეიტანა. ორგანიზაცია „ჯავახკის“ ყოფილი წევრი მათგან
გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას, ბოდიშის მოხდასა და მორალური
ზიანის კომპენსირებას მოითხოვს. ვაჰაგან ჩახალიანი აცხადებს,
რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიმროდან
გათავისუფლების შემდეგ, მისი მისამართით არაერთი
შეურაცხმყოფელი ინფორმაცია გაავრცელეს. იგი ასევე ამბობს,
რომ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა მას რუსეთის აგენტი და
საქართველოს მტერი უწოდეს, გარდა ამისა, ქართველ და სომეხ ერს
შორის შუღლის ჩამოგდება დააბრალეს. ჩახალიანის თქმით, ეს ყოველივე
საკმარისი იყო, იმისთვის რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
პირველი პირების წინააღმდეგ სარჩელი შეეტანა. ვაჰაგან
ჩახალიანმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი 12 ივნისს შეიტანა. ყოფილ
პატიმარს ახალი ხელისუფლების მხარდაჭერს იმედი აქვს და აცხადებს, რომ
სამართლიანობას საქართველოშივე მიაღწევს და აღნიშნული საქმის
სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრება არ დასჭირდება.

ყოფილი პატიმარი საქართველოს პრეზიდენტსა და „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერებს უპირისპირდება. ვაჰაგან ჩახალიანმა მიხეილ
სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დავით ბაქრაძისა და გოგა ხაჩიძის
წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი
შეიტანა. ორგანიზაცია „ჯავახკის“ ყოფილი წევრი მათგან
გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას, ბოდიშის მოხდასა და მორალური
ზიანის კომპენსირებას მოითხოვს.
ვაჰაგან ჩახალიანი აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, მისი
მისამართით არაერთი შეურაცხმყოფელი ინფორმაცია
გაავრცელეს. იგი ასევე ამბობს, რომ სააკაშვილმა და მისმა
მხარდამჭერებმა მას რუსეთის აგენტი და საქართველოს მტერი
უწოდეს, გარდა ამისა, ქართველ და სომეხ ერს შორის შუღლის
ჩამოგდება დააბრალეს. ჩახალიანის თქმით, ეს ყოველივე საკმარისი იყო,
იმისთვის რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პირველი პირების
წინააღმდეგ სარჩელი შეეტანა.
ვაჰაგან ჩახალიანმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი 12 ივნისს
შეიტანა. ყოფილ პატიმარს ახალი ხელისუფლების მხარდაჭერს იმედი აქვს და
აცხადებს, რომ სამართლიანობას საქართველოშივე მიაღწევს და
აღნიშნული საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრება არ
დასჭირდება.