ასპინძის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი
ბესიკ ბექაური სამუშაოდ საქართველოს პარლამენტში
გადავიდა. იგი საკანონმდებლო ორგანოში ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის
ტარიელ ლონდარიძის ბიუროს უფროსად, ოფიციალურად მიმდინარე წლის 14
მაისს დაინიშნა. ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლობაზე უარი
ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ვთქვი.
მომავალში მოღვაწეობის გაგრძელებას კერძო სექტორში ვაპირებ და ამ
ეტაპზე არანაირი სურვილი არ მაქვს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის, თუმცა
სამომავლოდ არაფერს გამოვრიცხავ, თუ ამას მოითხოვს ჩემი ქვეყნისა და
მუნიციპალიტეტის ინტერესები“ –ამბობს ბესიკ ბექაური. შეგახსენებთ, რომ
ბესიკ ბექაური ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2010 წლის 15
დეკემბერს დაინიშნა. 2013 წლის 23 აპრილს კი მან თანამდებობა პირადი
განცხადების საფუძველზე დატოვა.
ასპინძის
მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბესიკ ბექაური
სამუშაოდ საქართველოს პარლამენტში გადავიდა. იგი
საკანონმდებლო ორგანოში ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის ტარიელ
ლონდარიძის ბიუროს უფროსად, ოფიციალურად მიმდინარე წლის 14 მაისს
დაინიშნა. ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლობაზე უარი
ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ვთქვი.
მომავალში მოღვაწეობის გაგრძელებას კერძო სექტორში ვაპირებ და ამ
ეტაპზე არანაირი სურვილი არ მაქვს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის, თუმცა
სამომავლოდ არაფერს გამოვრიცხავ, თუ ამას მოითხოვს ჩემი ქვეყნისა და
მუნიციპალიტეტის ინტერესები“ –ამბობს ბესიკ ბექაური.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ ბექაური ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლად
2010 წლის 15 დეკემბერს დაინიშნა. 2013 წლის 23 აპრილს კი მან
თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.