ქალაქ ახალციხის მერის პირველი მოადგილე უკვე შეჩეულია. თანამდებობა ახალციხის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ილია ზარდიაშვილმა დაიკავა.

თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება, დღეს, 9 აგვისტოს დაიწერა.
“ხვალიდან შევუდგები ახალ თანამდებობაზე მუშაობას. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, არსებული პროექტები გაგრძელდება, ასევე იქნება ახალი პროექტებიც” – განაცხადა ილია ზარდიაშვილმა.
კითხვაზე, მერის გადადგომის შემდეგ, როგორ განვითარდება ადგილობრივ ხელისუფლებაში მოვლენები? – ილია ზარდიაშვილმა არ გამორიცხა, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში, შესაძლოა ქალაქის პირველი პირის მოვალეობა შეასრულოს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კოპაძემ და ზაზა თამარაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება დღეს, 9 აგვისტოს დაწერეს. დღესვე დაკმაყოფილდა ზაზა თამარაშვილის მოთხოვნა და იგი ახალციხის ციხის დირექტორად დაინიშნა. რაც შეეხება გიორგი კოპაძის განცხადებას, მის მოთხოვნას ხვალ, 10 აგვისტოს ახალციხის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
თიკო კურტანიძე
|