ამ წუთებში, ასპინძის მუნიციპალიტეტში გამგებლის წინააღმდეგ აქცია
იმართება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობასთან 50– მდე ადამიანია
შეკრებილი. აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესვლას
გეგმავენ. როგორც ,,ექოს“ პაატა მაისურაძემ აცნობა, რომელიც
გამგებლობის ერთერთი კანდიდატი იყო, ისინი დღეს დეპუტატებთან
შეხვედრას და იმ დოკუმენტების გაცნობას აპირებენ, რაც მათ ლევან
ცაბაძის წინააღმდეგ აქვთ. გუშინ საკრებულოს სხდომაზე ხმათა
უმრავლესობით არჩეულ გამგებელს ლევან ცაბაძეს მისი კონკურენტები
დიპლომისა და სხვა დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ,,ვაპირებ
დოკუმენტების ქსეროასლები გავაკეთო და დავარიგო ასპინძის
მუნიციპალიტეტში, რადგან ყველა მოსახლემ გაიგოს თუ რა გზით და როგორი
გაყალბებით მოხდა ცაბაძის არჩევა. თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა
და პასუხს ვერ მივიღებთ საკრებულოსგან, მაშინ აქციებს მუნიციპალიტეტის
მასშტაბით გავმართავთ“–აცხადებს პაატა მაისურაძე.

ამ წუთებში, ასპინძის მუნიციპალიტეტში გამგებლის წინააღმდეგ აქცია
იმართება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობასთან 50– მდე ადამიანია
შეკრებილი. აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესვლას
გეგმავენ. როგორც ,,ექოს“ პაატა მაისურაძემ აცნობა, რომელიც
გამგებლობის ერთერთი კანდიდატი იყო, ისინი დღეს დეპუტატებთან
შეხვედრას და იმ დოკუმენტების გაცნობას აპირებენ, რაც მათ ლევან
ცაბაძის წინააღმდეგ აქვთ. გუშინ საკრებულოს სხდომაზე ხმათა
უმრავლესობით არჩეულ გამგებელს ლევან ცაბაძეს მისი კონკურენტები
დიპლომისა და სხვა დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
,,ვაპირებ დოკუმენტების ქსეროასლები გავაკეთო და დავარიგო
ასპინძის მუნიციპალიტეტში, რადგან ყველა მოსახლემ გაიგოს თუ რა გზით
და როგორი გაყალბებით მოხდა ცაბაძის არჩევა. თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი
მოთხოვნა და პასუხს ვერ მივიღებთ საკრებულოსგან, მაშინ აქციებს
მუნიციპალიტეტის მასშტაბით გავმართავთ“–აცხადებს პაატა
მაისურაძე.