უგულავა-ბოკერიას ფრთამ ”ნაცმოძრაობა” ოფიციალურად დატოვა
ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობა"
დღეს ოფიციალურად დატოვეს.
ლიდერები პოლიტიკურ საქმიანობას პარტია "ევროპულ საქართველოში"
გააგრძელებენ.
პარტიას შესაძლოა, შეეცვალოს სახელწოდება, მასში სხვა ტიპის
ცვლილებებიც განხორციელდება.თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი
წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ისინი მომავალ პოლიტიკურ
საქმიანობას აღნიშნული პარტიის ბაზაზე გააგრძელებენ.
პარტიიდან გავიდა 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე
და წევრი, 21 დეპუტატი, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილი.
უფრო კონკრეტულად, ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდში შედიან: გიგი
უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, აკაკი
ბობოხიძე, გიგი წერეთელი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი
თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი,
ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ტუღუში, თენგიზ გუნავა,
ლაშა დამენია, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ირაკლი აბესაძე,
ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, მამუკა
ახვლედიანი, ხათუნა ბერძენიშვილი, ახმედ იმამკულიევი და სხვები. ამ
გუნდში არიან ამ პარტიის სიით გასული უპარტიო დეპუტატები: ელენე
ხოშტარია, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე. ამავე რიგებში არიან მერვე
მოწვევის პარლამენტის დეპუტატები სამცხე–ჯავახეთიდან: ტარიელ
ლონდარიძე, ვაჟა ჩიტიშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი.