,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ,“ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, აქციით გააპროტესტა. პარტიის წევრები და მხარდამჭერები, ახალციხის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობასთან, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას, ყოფილი პრემიერ–მინისტრის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით პარტიის ლიდერებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მიმართეს.
აქციაზე ვანო მერაბიშვილის წერილი წაიკითხეს. ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას, ციხიდან მიმართა.
აქცია მსვლელობით გაგრძელდა. პარტიის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა, ტრანსფარანტებითა და შეძახილებით, ახალციხის ციხესთან გადაინაცვლეს. შეკრებილ მოსახლეობას ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვაჟა ჩიტაშვილმა მიმართა და ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
|