ახალციხეში “ნაციონალურ მოძრაობას” აქციის გამართვასთან დაკავშირებით, უარი არ მიუღია – ეს განცხადება ქალაქის მერმა დღეს, 22 ივლისს გააკეთა.
გიორგი კოპაძის თქმით, აქციებისთვის და მანიფესტაციებისთვის ქალაქში ადგილები გამოყოფილია, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას თუ ორგანიზაციას აქციის გამართვა შეუძლია. ახალციხის მერი “ნაციონალურ მოძრაობას”, ალტერნატიულ ადგილს, მესხეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სთავაზობს.
21 ივლისს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გვერდმა სოციალურ ქსელში ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის მიმართვა გაავრცელა, სადაც ზურაბ ჩილინგარაშვილი აცხადებს, რომ მერიამ ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გამართვაზე უარი განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს 17:00 საათზე “ნაციონალური მოძრაობა”, ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, მშვიდობიანი აქციის გამართვას გეგმავს.
|