პოლიტიკა
სააპელაციო სასამართლომ, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებს, მორიგება შესთავაზა
სააპელაციო სასამართლოში გიორგი კოპაძის საჩივარი განიხილეს, რომლითაც ყოფილმა მერმა, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სხდომას გიორგი კოპაძის ადვოკატი დავით მუმლაძე და ჯიმშერ გოგოლაური დაესწრნენ. სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ საქმე ზეპირი მოსმენით განიხილა. ლევან გვარამიამ მხარეებს მორიგება შესთავაზა. ამისთვის მათ ერთი თვე აქვთ. შემდეგი სხდომა შვიდ მარტს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კოპაძემ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება ოთხ მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ქალაქის ყოფილი მერი მოსამართლე გია ბერაიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, რომლის მიხედვითაც, მას „მეცხრე არხის“ ეთერში გაჟღერებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაევალა.

აღნიშნულ საქმეზე სამოქალაქო დავა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ჯიმშერ გოგოლაურმა დაიწყო.

მხარეების დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს „მე–9 არხის “ გადაცემა „დიალოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა. გოგოლაურის თქმით, კოპაძემ გადაცემაში მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.


Print E-mail
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.