ლევან ლობჯანიძის გადაყენებას ერთი ხმა დააკლდა
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის ხელახალ გადაყენებას ერთი დეპუტატის ხმა დააკლდა.
ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა 24–მა მათგანმა მიიღო, აქედან, 15–მა – მის გადაყენებას მხარი დაუჭირა, ორი დეპუტატის ხმა გაბათილდა, ხოლო 7–ი მათგანი ლევან ლობჯანიძის პოსტიდან გადაყენების საკითხს არ დაეთანხმა.
მიღებეული შედეგების თანახმად, ლობჯანიძე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება. დეპუტატებს მისი გადაყენების მოთხოვნა მინიმუმ, სამი თვის განმავლობაში აღარ შეეძლებათ.
საკრებულოს სხდომას ადიგენის პირველი პირები, "ქართული ოცნების" სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი კობა სამხარაძე და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ლევან ლობჯანიძე პოსტს , უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 7 თებერვალს დაუბრუნდა. მისი ხელახალი გადაყენების მიზნით, დეპუტატების ნაწილმა საკრებულოს განცხადებით 8 თებერვალს მიმართა.