2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ახალციხის მოსახლეობამ, შესაძლოა მერის ნაცვლად, ისევ გამგებელი აირჩიოს.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, მმართველმა პარტიამ დაიწყო. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შვიდ მუნიციპალიტეტს გაუუქმდება. მათ შორის ქალაქ ახალციხესაც.
საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, საზღვრების დადგენა და ბიუჯეტის გადანაწილება ხელახლა მოხდება. იდეის გარშემო კითხვები აქვთ ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატებს.
ახალციხემ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი არ უნდა დაკარგოს – ფიქრობენ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები. გელა დემეტრაძე მიიჩნევს, რომ ექსპერიმენტების დრო არ არის, ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებასა და მხარის ადმინისტრაციას, აღნიშნულ საკითხში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.
სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ინიციატივის საჭიროებასთან დაკავშირებით, მეტ არგუმენტს ითხოვს. გია ანდღულაძე ამბობს, რომ აღნიშნული სიახლე ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და ის დეცენტრალიზებას ხელს შეუშლის.
ხელისუფლება საკანონმდებლო ინიციატივას, სავარაუდოდ 1 თვეში წარადგენს. იმ შემთხვევაში, თუ იდეა მხარდაჭერას მოიპოვებს, ადგილობრივ არჩევნებზე მერს მხოლოდ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში აირჩევენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.