ვაჟა ჩიტაშვილი: ,,აგვისტოს ომის დროს მოსახლეობამ ნებაყოფლობითი მობილიზაცია გამოაცხადა"
21:44 / 09.08.2017
2008 წლის აგვისტოს ომის ქრონიკასა და მის შედეგებს ხელისუფლებისგან განსხვავებულად აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
,,ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ცხრა წლის წინ ახალციხის გამგეობას ხელმძღვანელობდა. ვაჟა ჩიტაშვილი ომის დაწყების პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტში მაშინ მოსახლეობის მიერ ნებაყოფლობითი მობილიზაცია გამოცხადდა.
აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების შეურაცხყოფას უწოდებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"–ს მერობის კანდიდატი რუსეთთან თუნდაც ერთი საკითხის დათმობას. ირაკლი ბარძიმაძე მიიჩნევს, რომ ცხრა წლის შემდეგ ომის პერიოდში მაშინდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.
ნაციონალური მოძრაობის კანდიდატისგან განსხვავებული ხედვა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებაში. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის განმარტებით, რუსეთი დღემდე არღვევს 2012 წლის 12 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულებას, მიუხედავად ამისა, გურამ მელიქიძეს სწორ გადაწყვეტილებად დეოკუპაციის მშვიდობიანი გზა მიაჩნია.
2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომში სამცხე–ჯავახეთიდან 6 სამხედრო პირი დაიღუპა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.