ახალციხეში ეზოებისა და კიბის მოწყობისთვის 56 000 ლარი გამოიყო
ქალაქ ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტში, მეშვიდე ცვლილება შევიდა.
ტენდერებიდან დაზოგილი თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა. ცვლილებას მხარი დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს.
მერიაში განმარტავენ, რომ 56 000 ლარი ეზოების მოასფალტებას, გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაციის IV ეტაპსა და ვარძიის ქუჩის#10–ში კიბის რეაბილიტაციას მოხმარდება.
ეს არის ბოლო ცვლილება, რომელიც მოქმედმა დეპუტატებმა მიიღეს. არჩევნების გამოცხადებიდან მთავარ ფინანსურ დოკუმენტში თანხების სხვადასხვა მუხლში გადატანა აღარ შეიძლება.
2017 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საშუალება, მხოლოდ ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს ექნებათ.