ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის, აღმასრულებელი ორგანოს თანამშრომლებმა ფულადი ჯილდო მიიღეს.
7 სექტემბერს, გამგებლის N 02 1729 ბრძანების მიხედვით ირკვევა, რომ გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა ყველაზე მაღალი პრემია საკუთარ თავს, მოადგილესა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს გამოუწერა. თითოეულს 1 250 ლარი.
სულ 10 150 ლარის ოდენობის პრემია, ბორჯომის გამგეობის 11 თანამშრომელზე გაიცა.
გამგებლის წარმომადგენელმა დაბა წაღვერში 1200 ლარი მიიღო.
გამგებლის წარმომადგენელმა დაბა ყვიბისში 1200 ლარი.
გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტმა დაბა ყვიბისში 625 ლარი.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული კონსულტაციების სასამართლო საქმეთა წარმოების კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა 625 ლარი.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა 625 ლარი.
პრემია მიიღო გამგეობის ორმა მძღოლმა, თითოეულმა 850 ლარის ოდენობით. მესამე მძღოლის პრემიამ, 425 ლარი შეადგინა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებას საკრებულოს წევრი, გიორგი გიუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.