„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ახალციხეში ამომრჩეველს
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს. 2016
წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რეგიონის ორ
ქალაქს საქართველოს პარლამენტში ვაჟა ჩიტაშვილი წარადგენს. „თითოეული
თქვენი ხმა არის ვალი, რომელსაც ეს ადამიანი იღებს თქვენგან. ეს ვალი
უნდა გაგისტუმროთ საქმით, მუშაობით, თქვენი პატრონობით და თქვენი
საქმის გაკეთებით. ასე ვხედავთ ჩვენ არჩევნებს. არჩევნები არის ვალი,
რომელსაც ვიღებთ თქვენგან“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ ვაჟა
ჩიტაშვილის წარდგენისას. ახალციხელ მხარდამჭერებს დავით
ბაქრაძის გარდა, სიტყვით მიმართა ნიკა მელიამ. შემდეგ კი ამომრჩევლის
წინაშე პარტიის ახალი წევრი და ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ
კახიძე წარსდგა, რომელმაც საზოგადოებას 14 ივნისს, მერაბიშვილის
საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების
გამოცხადების შესახებ ამცნო. „მოგეხსენებათ გამოთქმა: “სამართალი
ურმით დადისო”. მე მინდა ვუთხრა ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებს, რომ
სამართალი აუცილებლად იზეიმებს, სიმართლე აუცილებლად
დამტკიცდება და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“ – აღნიშნა ოთარ
კახიძემ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ახალციხის შემდეგ
ასპინძაში გადაინაცვლეს, სადაც ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატს ტარიელ ლონდარიძეს წარადგენენ. თიკო კურტანიძე
„ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერებმა ახალციხეში ამომრჩეველს ახალციხე–ადიგენის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს. 2016 წლის საპარლამენტო
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რეგიონის ორ ქალაქს საქართველოს
პარლამენტში ვაჟა ჩიტაშვილი წარადგენს.
„თითოეული თქვენი ხმა არის ვალი, რომელსაც ეს ადამიანი
იღებს თქვენგან. ეს ვალი უნდა გაგისტუმროთ საქმით, მუშაობით, თქვენი
პატრონობით და თქვენი საქმის გაკეთებით. ასე ვხედავთ ჩვენ არჩევნებს.
არჩევნები არის ვალი, რომელსაც ვიღებთ თქვენგან“ –
განაცხადა დავით ბაქრაძემ ვაჟა ჩიტაშვილის წარდგენისას.
ახალციხელ მხარდამჭერებს დავით ბაქრაძის გარდა, სიტყვით
მიმართა ნიკა მელიამ. შემდეგ კი ამომრჩევლის წინაშე პარტიის ახალი
წევრი და ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე წარსდგა, რომელმაც
საზოგადოებას 14 ივნისს, მერაბიშვილის საქმეზე, ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ
ამცნო.
„მოგეხსენებათ გამოთქმა: “სამართალი ურმით დადისო”. მე
მინდა ვუთხრა ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებს, რომ სამართალი
აუცილებლად იზეიმებს, სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება და ჩვენ
აუცილებლად გავიმარჯვებთ“ – აღნიშნა ოთარ კახიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ახალციხის შემდეგ
ასპინძაში გადაინაცვლეს, სადაც ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატს ტარიელ ლონდარიძეს წარადგენენ.
თიკო კურტანიძე