ახალციხის საკრებულოში ხუთი კომისია შეიქმნა
ახალციხის საკრებულოში ხუთი კომისია შეიქმნა. კომისიის თავმჯდომარეები მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან.
სამანდატო – საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას სოფელ კლდის დეპუტატი ვლადიმერ კურტანიძე უხელმძღვანელებს.
საფინანსო–საბიუჯეტო საკითხებს კომისიის წევრებთან ერთად მანანა ბალიაშვილი განკარგავს.
სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის საკითხებზე პასუხისმგებელი ვასილ სისვაძე იქნება.
სოციალური, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ჰამბარცუმ ბაბოიანი გახდა,
ხოლო მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომისიას ურავლის მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ გოგსაძე უხელმძღვანელებს.