ახალციხეში სამცხე–ჯავახეთისა და არტაანის გუბერნატორები შეხვდნენ
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ თურქეთის საზღვრისპირა რეგიონის, არტაანის ახლადდანიშნულ გუბერნატორს, მეჰმეთ ემინ ბილმეზს უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი სამცხე-ჯავახეთისა და არტაანის მხარეებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება იყო.
სტუმარი სამცხე–ჯავახეთში არსებული ბუნებრივი და ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა. რეგიონის პირველმა პირებმა საზღვრისპირა რეგიონებს შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში, თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას არტაანის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჩეთინ დემირჯი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს გუბერნატორებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ინფორმაციასა და ვიზიტის ამსახველ ფოტომასალას, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია აქვეყნებს.