ნინოწმინდაში ,,ქართულ ოცნება" 6 ფრაქციით არის წარმოდგენილი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა. მმართველმა პარტიამ სამი დეპუტატისგან შემდგარ ახალი ფრაქციას
,,აყვავებული ნინოწმინდა" უწოდა. ფრაქციის ხელმძღვანელია გრიგორ შამილიანი. ახალი ფრაქციის გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ხუთი ფრაქცია ფუნქციონირებს. ესენია:
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - თავმჯდომარე გიორგი ზმოიანი;
,,ქართული ოცნება - მაჟორიტარები" - თავმჯდომარე ვაგინაკ არზუმანიანი;
,,ქართული ოცნება - ახალგაზრდები" - თავმჯდომარე დავით დურგარიანი;
,,ქართული ოცნება - კონსერვატორები" - თავმჯდომარე ანდრანიკ კარაპეტიანი;
,,ქართული ოცნება - მრეწველები" თავმჯდომარე გიორგი ჩაპანიანი.
წყარო: რადიო ნორი