პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილია წარდგენილი
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“
ყოფილი ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი წარადგინა.
"გამომდინარე მისი ხედვიდან, მისი კვალიფიკაციიდან, მე შევთავაზე მას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა პრეზიდენტის ადმიანისტრაციაში, რომელიც საპარლამენტო მდივნის საქმიანობას გულისხმობს. მიხარია, რომ ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საკანონმდებლო ორგანოასთან - საქართველოს პარლამენტთან. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა ორიენტირებული იქნება უკეთესი სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში“, - განაცხადა მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ანა ნაცვლიშვილი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. იგი პროფესიით იურისტია. მას ესექსის უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. ანა ნაცვლიშვილს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მანდატით საპარლამენტო მდივნად მუშაობის გამოცდილება აქვს.
აღნიშნული პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, 4 წლის ვადით დანიშნა.