გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 26%- მა სწორი პასუხი გასცა, 14%-მა არასწორი, ხოლო 59%-მა - არ იცის.
კვლევის მიხედვით, პატარა ქალაქებსა და სოფლებში უფრო მეტია მათი რაოდენობა, ვინც იცის, ვინ წარმოადგენს პარლამენტში.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, ჩატარდა.
საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), სულ 2 298 პირი გამოიკითხა.
ცდომილების ზღვარია +/-1.9%.