ახალციხის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჯარო მოხელეთა შესაჩევი კონკურსის პირველი ეტაპი – საბუთების გადარჩევა დასრულდა.
16 პოზიციაზე, 240 განაცხადი შევიდა. აქედან მეორე ეტაპზე 154 გადავიდა.
ყველაზე მეტი – 45 განაცხადი დაფიქსირდა პოზიციაზე – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში.
ახალციხის მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის ჩაინიშნება შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება.
მუნიციპალიტეტი კონკურსს კიდევ ერთხელ გამოაცხადებს. მერის წარმომადგენლებისა და მათი ასისტენტების 36 პოზიცია ამ დრომდე ვაკანტურია.