გათავისუფლებული თანამშრომლები ახალციხის მერიისგან კომპენსაციას მიიღებენ
15:24 / 23.01.2018
ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად, მხოლოდ წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში დასაქმებულებიდან, სამსახურის გარეშე 33 პირი დარჩა,
აქედან 24 მერიიდან, 1 მერიის საკრებულოს აპარატიდან, 7 გამგეობიდან და 1 გამგეობის საკრებულოდან.
33–ვე მათგანი ადგილობრივი ბიუჯეტიდან კომპენსაციას მიიღებს.
იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს რეზერვში ჩარიცხვამდე, თვითმმართველობის ყოფილი თანამშრომელი, სხვა პოზიციაზე შეთავაზებას მიიღებს და უარს იტყვის, ის კომპენსაციის სახით, შრომის ანაზღაურების მხოლოდ ერთი თვის ოდენობას მიიღებს. ამ ეტაპზე, მობილობის ფარგლებში შეთავაზებულ პოზიციაზე უარი ერთმა პირმა განაცხადა.
მოხელეები, რომლებისთვისაც პოზიცია არ შეუთავაზებით, კომპენსაციას სამი თვის ხელფასის ოდენობით მიიღებენ.
რეორგანიზაციის შემდეგ, ადგილობრივ ხელისუფლებას კომპენსაციების გაცემა მოუწევს ა(ა)იპ–ებისა და შპს–ის თანამშრომლებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მათი გაფრთხილება გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე მოხდება, კომპენსაცია ერთი თვის ხელფასის ოდენობით მიეცემა, სამი დღით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში კი ორი თვის შრომის ანაზღაურებას მიიღებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.