ახალციხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ–ების ნაწილში, იანვრის თვის ხელფასები ამ დრომდე არ გაცემულა.
შრომის ანაზღაურების გარეშე, ოთხი ა(ა)იპ–ის 531 თანამშრომელია დარჩენილი.
ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ ხელფასები ინ დაწესებულებებში ვერ გაიცა, რომელთა რეორგანიზაციაც მიმდინარეობს.
2018 წელს ხელფასი არ მიუღია ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 419 თანამშრომელს. მათი უმეტესობა ბაგა–ბაღების პედაგოგები არიან.
კულტურის დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, გიორგი ჟუჟუნაძე ამბობს, რომ იანვრის თვის ანაზღაურებას, ა(ა)იპ–ის 74 თანამშრომელი ელის.
იანვრის თვის ხელფასს დაგვიანებით მიიღებს ა(ა)იპ – „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირების“ 14 თანამშრომელი.
შრომის ანაზღაურება არ მიუღია ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დასაქმებულ 24 პირს.
ახალციხის მერიაში ხელფასების გაუცემლობას რეორგანიზაციით ხსნიან და დავალიანების გასასტუმრებლად კიდევ 2–დღიან ვადას ითხოვენ.
ახალციხის მერი 31 იანვარს
ამბობდა, რომ თვითმმართველობაში მომუშავე პირების იანვრის თვის შრომის ანაზღაურება 10 თებერვლამდე გაიცემოდა. დათქმულ ვადაში საკრებულოს, მერიისა და სხვა ა(ა)იპ–ების თანამშრომლების ხელფასების გაცემა და კომუნალური გადასახადების გადახდა მოესწრო.