ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა – დისკუსია ახალციხეში
19:15 / 26.03.2018
კანონპროექტების განხილვაში ჩართული მოსახლეობა, შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი საკანონდებლო ორგანო,
საქართველოს პარლამენტის ინტერაქტიური ვებ–გვერდი, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი – ეს არის ვალდებულებების მცირე ნაწილი, რაც საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აქვს ნაკისრი.
ვალდებულებებზე, რომლებიც შესრულდა ან სამომავლოდ უნდა შესრულდეს, ახალციხეში გამართულ საჯარო შეხვედრაზე ისაუბრეს.
შეხვედრის მიზანი ღია პარლამენტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და 2018-2019 წლების მესამე სამოქმედო გეგმაში შესატანი ვალდებულებების განხილვა იყო. საუბარი შეეხო პირველი და მეორე სამოქმედო გეგმის ვალდებულებებსაც, რომელთა დიდი ნაწილიც საქართველოს პარლამენტმა უკვე შეასრულა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველომ სამოქმედო გეგმის განხორციელება ღია პარლამენტის დეკლარაციაზე ხელის მოწერის შემდეგ დაიწყო.
საჯარო შეხვედრა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით ტარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.