ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს
19 მომხრე და 2 წინააღმდეგი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს.
სხდომას 21 დეპუტატი ესწრებოდა. საკრებულოში არ იმყოფებოდა თავად ზაზა ჩაჩანიძე.
საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი დღის წესრიგით პირველი საკითხი იყო. დეპუტატები წარმომადგენლობითი ორგანოს ახალ ხელმძღვანელს რიგგარეშე სხდომაზე აირჩევენ.
შეგახსენებთ, ბორჯომის საკრებულოს აპარატში განცხადება 15 დეპუტატის ხელმოწერით შევიდა. ისინი საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადაგომას ითხოვდნენ.
განცხადებაზე ხელმომწერი 15 დეპუტატიდან 13 "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, ხოლო 2 "პატრიოტთა ალიანსს" მამუკა ლურსმანაშვილი და ტატიანა მარტინენკო.
წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"