SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
პოლიტიკა
ომბუდსმენი: ,,გამოწვევად რჩება საგამოძიებო უწყებების მხრიდან უფლებაში ჩარევის საქმეების დროული და ეფექტური გამოძიება"
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტს 2017 წელს ქვეყანაში

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

347 გვერდიან ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, მითითებულია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

საანგარიშო პერიოდი ძირითადად მოიცავს 2017 წელს, მაგრამ მასში ასევე გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.

ანგარიშში საუბარია 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე.

წარმოჩენილი და გაანალიზებულია პენიტენციურ, დროებითი მოთავსების და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პრობლემები, მათ შორის ინფრასტრუქტურული.

აღნიშნულია, რომ ძალოვანთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახალხო დამცველის მხრიდან გამოძიების დაწყების მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავარ პროკურატურას სავარაუდო პასუხისმგებელი პირები არ გამოუვლენია.

აღკვეთის ღონისძიებებისა და საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდებისას ხშირად ირღვევა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გაიზარდა ადმინისტრაციული დაკავების ვადები და დღემდე მოუწესრიუგებელია ნარკოტესტირების პრაქტიკა.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების შესახებ დაწყებული გამოძიებების არაეფექტურობაზე. ასევე, ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობასა და პრაქტიკულ ხარვეზებზე.

დღემდე ყველაზე დაუცველი ჯგუფებია ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის, ბავშვები, ლგბტ+ თემის და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. გამოწვევას წარმოადგენს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელი, ძალადობა და ფემიციდის მაღალი რიცხვი. პრობლემურია რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ სამართალდარღვევებზე რეაგირება და გადაუჭრელია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხიც.

გამოწვევად რჩება საგამოძიებო უწყებების მხრიდან უფლებაში ჩარევის საქმეების დროული და ეფექტური გამოძიება; ინფორმაციის თავისუფლების მეტი გარანტიები კი მოქმედი კანონმდებლობის დახვეწასა და საერთაშორისო სტანდარტებთან მათ ჰარმონიზაციას საჭიროებს.

კვლავ პრობლემას წარმოადგენს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების პირველადი რეგისტრაციის პროცესი. ასევე დაურეგულირებელია „ტრადიციულ მფლობელობაში“ არსებულ მიწებზე უფლების აღიარებისა და დაცვის საკითხი.

ანგარიშში საუბარია მოქმედი საარჩევნო სისტემის ხარვეზებზე. ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების არაარსებობაზე, შრომის უსაფრთხოებასა და სამუშაო ადგილებზე მუშათა დაღუპვის შემაშფოთებლად მაღალ მაჩვენებელზე. ხაზგასმულია ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაცისთვის კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწის აუცილებლობა.

განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ნარკოპოლიტიკას და ამ მიმართებით არსებულ გამოწვევებს. სოციალური უზრუნველყოფის მხრივ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის საარსებო შემწეობით უზრუნველყოფა, ასევე, ბენეფიციარებში შრომითი დემოტივაცია. სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციას კვლავ არასრულფასოვანი კანონმდებლობა, შეზღუდული რესურსები და ერთიან მონაცემთა ბაზების უქონლობა უშლის ხელს. დღემდე არ არსებობს ეკომიგრანტთა შესახებ სპეციალური კანონი, მწირია მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი. ხშირია უკუმიგრაციის ფაქტებიც.

პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება სიღარიბე, ძალადობა, განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რიცხვი. დასახვეწია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.

ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხრივ კვლავ მოუგვარებელია განათლების, მათ შორის, სახელმწიფო ენის ცოდნის, დასაქმებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით არსებული ვითარება; კულტურული უფლებების სრულფასოვანი დაცვა და რეალიზება. დაბალია მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.



თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ანგარიშში განხილულია ინფრასტრუქტურული პრობლემები, სამედიცინო დაზღვევის, შვებულებით და ყოველკვირეული დასვენების უფლებით სარგებლობის საკითხები.

კვლავ აქტუალურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების, ჯანდაცვის, აბილიტაცია–რეაბილიტაციის, შრომისა და დასაქმების, მისაწვდომობის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების სათანადოდ რეალიზების საკითხი. გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან ოთხი წლის შემდეგ კვლავ არ არის შექმნილი აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი, ხოლო საქართველოს პარლამენტს კვლავ არ მოუხდენია გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. გამოწვევად რჩება ხანდაზმულ პირთა მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა და მიზნობრივი პროგრამების სიმწირე.

კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისათვის 2017 წელიც ძალიან მძიმე იყო. ისინი ყოველდღიურად განიცდიან სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას, არასათანადო მოპყრობას, გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

კვლავ გამოწვევად რჩება მოქალაქეობის მინიჭებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმისა და თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხი – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
Print E-mail
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabet메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planımatadorjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비배트맨티비jojobetcasino sitelericasino siteleri스마일퀄리티mislibetholiganbetsahabetcasino siteleripusulabethuqqabetiptv satın alสล็อตเว็บตรงgobahiskavbetStreameastholiganbet girişnerobetgobahisbetkolikDeneme Bonusu Veren SitelerbetofficeGrandpashabetjojobetjojobetholiganbetnakitbahisholiganbet 1181pusulabetpusulabet girişJojobet Girişjojobetgrandpashabet girişgobahisbetofficegobahisgiftcardmall/mygiftholiganbetholiganbetholiganbetmatadorbet girişkingbettingcasibomlimanbetcasibomcasino sitelericasibomPorno İzlebetoviscasibomcasibom girişmasterbettingmasterbettingyakabetartemisbetbetpuan girişbetnanodinamobet girişvdcasino girişSekabet girişmarsbahis girişbetkolikonwinyakabetyakabetyakabetHoliganbetHoliganbetholiganbet girişholiganbet girişmavibetmavibetmavibetholiganbetcratosslot girişholiganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortadana escortcasibomstarzbetjojobetelexbetelexbetStreameastfixbetbetofficetimebettimebettimebetbetparkcasibomistanbul escort telegramcasibomcasibom girişpusulabetjojobetbetofficebetoffice영문주소vaycasinoสล็อตBetigma girişcasibomBetigmajojobetbetparkрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1181JojobetzbahisStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftholiganbetgrandpashabetcasibom girişcasibomroyalbetholiganbet 1181www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftvaycasinowww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginkingbettingsweet bonanza oynajojobet girişcasibomcasibomcasibomcasinolevantpusulabetvdcasinosahabet girisumzugsfirma wiencasibomhttps://iqostereabypuff.com/casibom9065 comvaycasinodizipalrealbahisrealbahisperabetperabetbetwooncasibomjojobetMarsbahisSakarya escort telegramMeritkingjojobet