საყოველთაო ზიარების დღე - დიდი ხუთშაბათი
დიდი ხუთშაბათი – ვნების კვირის ხუთშაბათი. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს.
იესო ქრისტემ პური გაუტეხა მოციქულებს, მიაწოდა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის გატეხილი“, შემდეგ ღვინო დაუსხა: „ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული.
ასე აღსრულდა პირველი ზიარება.