ადრიატიკის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა,
რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო, მცხეთის
წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი
არქიმანდრიტი ილია კარტოზია. გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მამა
ილია, ბორან “ნორმან ატლანტიკზე” ჩადენილი განსაკუთრებული
მამაცობისთვის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ
დაჯილდოვდა. ჯილდო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის
გენერალურმა მდივანმა კოჯი სეკიმუცუმ საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრს, 2015 წლის 24 ნოემბერს, ლონდონში
გადასცა. 1-ელ დეკემბერს კი დიმიტრი ქუმსიშვილმა ჯილდო მამა
ილიას ძმას, ნიკა კარტოზიას უსახსოვრა. შეგახსენებთ, რომ იტალიის
ქალაქ ბარიში, წმინდა ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად წასულ რვა
ქართველს მამა ილია წინამძღვრობდა. 28 დეკემბერს, ბორან “ნორმან
ატლანტიკს” რომელზეც 487 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა,
მოულოდნელად ხანძრი გაუჩნდა. 36-საათიანი სამაშველო ოპერაციის
მიუხედავად, 12 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათ შორის აღმოჩნდა
მამა ილიაც, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე უცნობი დედა-შვილის
გადასარჩენად დათმო. ზღვაში დაკარგული მამა ილიას ცხედარი 30
დეკემბერს იპოვეს. ამბბობენ, რომ ხატებისა და ლოცვანის მცირე ჩანთა
ისევ ხელში ეჭირა. 18 იანვარს საქართველოში ჩამოასვენეს და
წმინდა სამებს საკათედრო ტაძარში დაასვენეს. 20 იანვარს არქიმანდრიტი
ტაძრის წინ დაკრძალეს. მამა ილია ბერად აღკვეცამდე, საფარის სასულიერო
სემინარიაში სწავლობდა.
ადრიატიკის ზღვაში
დატრიალებული ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა, რომელსაც 12 ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო, მცხეთის წმინდა დავით
აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი
ილია კარტოზია.
გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მამა ილია, ბორან “ნორმან
ატლანტიკზე” ჩადენილი განსაკუთრებული
მამაცობისთვის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ
დაჯილდოვდა. ჯილდო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის
გენერალურმა მდივანმა კოჯი სეკიმუცუმ საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრს, 2015 წლის 24 ნოემბერს, ლონდონში
გადასცა. 1-ელ დეკემბერს კი დიმიტრი ქუმსიშვილმა ჯილდო მამა
ილიას ძმას, ნიკა კარტოზიას უსახსოვრა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ქალაქ ბარიში, წმინდა ნიკოლოზის საფლავის
მოსალოცად წასულ რვა ქართველს მამა ილია წინამძღვრობდა. 28 დეკემბერს,
ბორან “ნორმან ატლანტიკს” რომელზეც 487 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი
იმყოფებოდა, მოულოდნელად ხანძრი გაუჩნდა. 36-საათიანი სამაშველო
ოპერაციის მიუხედავად, 12 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათ
შორის აღმოჩნდა მამა ილიაც, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე უცნობი
დედა-შვილის გადასარჩენად დათმო.
ზღვაში დაკარგული მამა ილიას ცხედარი 30 დეკემბერს იპოვეს.
ამბბობენ, რომ ხატებისა და ლოცვანის მცირე ჩანთა ისევ ხელში ეჭირა.
18 იანვარს საქართველოში ჩამოასვენეს და წმინდა სამებს
საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
20 იანვარს არქიმანდრიტი ტაძრის წინ დაკრძალეს.
მამა ილია ბერად აღკვეცამდე, საფარის სასულიერო სემინარიაში
სწავლობდა.