სოფელ სვირში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი შენდება. ბაზილიკური სტილის ერთნავიანი ეკლესიის საძირკველი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აკურთხა.
ტაძრის მშენობლობის დაწყებისთვის ძირითად თანხა წარმოშობით სვირელმა უშანგი დალალიშვილმა გაიღო. პროცესში წვლილი შეიტანეს ადგილობრივებმაც. ეკლესიის მშენებლობა სამომავლოდაც შემოწირულობებით გაგრძელდება.
ადგილობრივების თქმით, სვირში ტაძრის აშენება თითოეული მათგანის სურვილი იყო, რადგან სოფელში ამ დრომდე სალოცავი არ ჰქონდათ.
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას მამა ნიკოლოზ აბრამაშვილი უხელმძღვანელებს.
|