„არა გენოციდს“, „მხარი დავუჭიროთ ადამიანს და ადამიანობას“, „სოლიდარობა ასურელ ხალხს“ – ამ ლოზუნგებით სირიაში მიმდინარე მოვლენებს ახალციხელი ახალგაზრდები გამოეხმაურნენ. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში მშვიდობიანი აქცია გაიმართა.
მონაწილეებმა გენოციდის მსხვერპლი ასურელი მოსახლეობის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ორგანიზატორის თქმით, მათი შეკრების მიზანი სირიაში მიმდინარე პროცესების დაგმობა და ქრისტიანი მოსახელეობისთვის სოლიდარობის გამოცხადება იყო.
მსგავსი სახის აქციები საქართველოს მაშტაბით, რამდენიმე ქალაქში უკვე გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ სირიისა და ერაყის ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფება ,,აისისი“ ასურელ ქრისტიან მოსახლეობას სისტემატიურად დევნის.
|