წითელი პარასკევი ორ ქრისტიანულ კონფესიაში– დღეს კათოლიკეებმა და სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა ვნების პარასკევი გაიხსენეს. ეს დღე მორწმუნეებისათვის მაცხოვრის, იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრასა და სიკვდილს უკავშირდება. თარიღთან დაკავშირებით, ახალციხის მოქმედ ტაძრებში განსხვავებული რიტუალები შესრულდა.
დღეს კათოლიკურ სამყაროსა და სომხური სამოიციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში წითელი პარასკევია. დღე, როდესაც იესო ქრისტე ჯვარს ეცვა. ვნების პარასკევი ერთადერთი დღეა, როდესაც არცერთ კათოლიკურ ტაძრში წირვა არ აღესრულება, ღვთისმსახურები მხოლოდ გარდამოხსნის რიტუალს ასრულებენ და ლოცულობენ. ამ დღესთან დაკავშირებით, ეკლესიებში არ ისმის ტრადიციული ორღანის ხმა და საგალობლები მის გარეშე სრულდება. ქრისტეს ვნება გაიხსენეს ახალციხეშიც. რაბათის ღვთისმშობლის სავარდის სახელობის ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა.
საღვთისმეტყველო ლიტურგია შესრულდა სომხურ სამოციქულო მართლმადიდებლურ ტაძრებშიც. ახალციხის გრიოგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში ჯვრის გარდამოხსნასთან ერთად ტრადიციული ყვავილების საფლავის რიტუალიც შესრულდა. საგანგებოდ დამზადებული საფლავის ქვეშ მორწმუნეები ქვეშ 3–ჯერ გადიან და სწამთ, რომ მსგავსი ქმედებით მათი ლოცვა შესმენილი იქნება და ჩაფიქრებული სურვილი აუსრულდებათ.
დღესვე როგორც კათოლიკე, ასევე სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლმა ქრისტეს ვნებასთან დაკაშირებით სახარების ნაწყვეტი მოისმინდა, რის შემდეგაც ღვთისმსახურებმა მათ ქრისტიანულ სარწმუნოებაში ჯვრისა და მისი დანიშნულების შესახებ უქადაგეს. ორივე ქრისტიანულ კონფესიაში წითელ პარასკევს ტრადიციულად კვერცხი წითლად იღებება და მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის ემზადებიან, რომელიც ამ წელს 5 აპრილს აღინიშნება.
|