რელიგია
კათოლიკე და სომხური სამოციქული ეკლესია აღდგომას დღესასწაულობს
დღეს, 17 აპრილს სომხური სამოციქულო ეკლესია და კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიაშიც აღნიშნეს. დიდი შაბათის საღამოს აღევლინება წმიდა ლიტურგია. ძველად ყოველ კვირას ნავთის ნათურებში ზეთს ასხამდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. მოგვიანებით მას უწოდეს ,,ღვთის ნათელი ზეციდან".
საეკლესიო დღესასწაული კათოლიკურ ტაძრებში დიდი შაბათის საღამოს დაიწყო. ამ დღეს ცეცხლი და წყალი აკურთხეს და სააღდგომო ღვთისმსახურება ჩაატარეს. შემდეგ დაიწყო მსვლელობა ლოცვებითა და გალობით. აღდგომის წინ გაქრისტიანება კათოლიკეებისთვის განსაკუთრებული პატივია.
ეკლესიებში მაცხოვრის აღდგომას კვირა დღეს ზარების რეკვით და მსვლელობებით აღნიშნავენ.
კათოლიკური აღდგომის, ისევე როგორც მართლმადიდებლურის, მთავარი სიმბოლო შეღებილი კვერცხია.
ფოტოები ეკუთვნის რომაულ -კათოლიკურ ეკლესიას ვალეში.
გააზიარეთ :