სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა.
ამ დღესთან დაკავშირებით წმ. შალვა ახალციხელის სახელობის, საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა.
„საკუთარი მხრებით ვზიდავ ამ უმძიმეს და საპატიო მოვალეობას“, - ამ სიტყვებით ზუსტად 46 წლის წინ სვეტიცხოველში საქართველოს პატრიარქმა ქართველ ხალხს მიმართა, რის შემდეგაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გადაიბარა.
კათოლიკოს-პატრიარქს უკავშირდება რეგიონებში ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში ეკლესია-მონასტრების აშენება, პატრიარქის კურთხევით აშენდა სამების საკათედრო ტაძარი. მისი აღსაყდრებიდან დღემდე დამკვიდრდა ქართული მრავალხმიანი გალობა. წლების შემდეგ კი საგალობლებს თავად პატრიარქი წერს.